ლექსმანი: "არ უნდა დავუშვათ, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდეს"
02/02/2023 10:25:50 პოლიტიკა
ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თემაზე სიტყვით გამოსვლისას „ევროპის სახალხო პარტიის“(EPP) წარმომადგენელმა მირიამ ლექსმანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო ქცევა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზნებს, პრინციპებსა და ფასეულობებს.
მისი თქმით, სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და უნდა შეწყდეს თამაში და გადავებებები მასთან დაკავშირებით.
მირიამ ლექსმანმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მიეცეს მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა ყოველგვარიუ შეფერხების გარეშე.
„არ უნდა დავუშვათ, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდეს. საქართველის ხელისუფელბააა სრულად პასუხისმგებელი მის ჯანმთელობასა და კარგად ყოფნაზე და იქნება პასუხმგებელი თუ მას რაიმე შეემთხვევა",- განაცხადა მირიამ ლექსმანმა.


