აუსტრევიჩიუსი – სააკაშვილის შესახებ: "შანსები, რომ საქართველო დაკარგავს თავის ევროპულ სახეს დიდია"
02/02/2023 10:29:49 პოლიტიკა
ლიეტუველი ევროპარლამენტარი, Renew Europe Group-ის წევრი, პეტრას აუსტრევიჩიუსი საქართველოს ევროპული სახის და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ამ უკანასკნელის დაუყოვნებლივ სამკურნალოდ საზღარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებს.
"საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ირწმუნება, რომ პროევროპულია, ერთ დროს მათ დასავლეთთან მჭიდრო კავშირები ჰქონდათ. ამავე დროს საზოგადოება ღრმად პოლარიზებულია მიმდინარეობს ისეთი პოლიტიკური ბრძოლა, რაც უგულებელყოფს ელემენტარულ პოლიტიკურ კულტურას. მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო გააღვიძა და ქვეყანა ძირეულად შეცვალა, უკვე 16 თვეა, ციხეში იტანჯება. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ წარსულში დაბრუნება? მოვუწოდებ [მთავრობას], მიხეილ სააკაშვილს მიეცეს უფლება, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მისი სიცოცხლის და ქვეყნის ევროპული სახის შესანარჩუნებლად", – განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.


