ფოტიგა: "სააკაშვილი კვდება ციხეში და ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე"
02/02/2023 10:33:46 პოლიტიკა
პოლონელი ევროპარლამენტარი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან ანა ფოტიგა საქართველოს მთავრობას მიმართავს, გაათავისუფლონ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან ჰუმანიტარული მიზნებისთვის, რათა ამ უკანასკნელმა უცხოეთში მკურნალობა შეძლოს.
„რამდენიმე წლის წინ ვლადიმერ პუტინმა პირადად აღწერა ის ქმედებები, რომელთა განხორციელებაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სურდა. იმის მიუხედავად, თუ რა საფრთხე ელოდა სააკაშვილს სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, ის მაინც დაბუნდა საქართველოში. სააკაშვილს არ ეპყრობიან ისე, როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას ჰუმანიტარული მიზნების გამო ის სამკურნალოდ უცხოეთში დაუყოვნებლივ გაუშვან. ის საპატიმროში კვდება და ამაზე საქართველოს მომავალი ძალიან არის დამოკიდებული”, - განაცხადა ფოტიგამ.


