სანდუ: „ოპოზიციის ლიდერის სიკვდილამდე წამება მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში სურს“
02/02/2023 10:47:05 პოლიტიკა
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის კრიტიკული ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია:
„მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესაც შემაშფოთებელია. ოპოზიციის ლიდერის სიკვდილამდე წამება მიუღებელია ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრი გახდეს. ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და უცხოეთში გაემგზავროს სამკურნალოდ", – აცხადებს მაია სანდუ.


