უკრაინის საგარეო უწყება: "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადასცეს მიხეილ სააკაშვილი უკრაინას"
02/02/2023 11:06:10 პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადასცეს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უკ.რაინას
განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს NKVD-ს მეთოდებით უსწორდება".
"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. სსრკ-ს NKVD-ის ყველაზე უარესი ტრადიციებით, საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, უარყოფს რომ მას სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება, განზრახ უქმნის პირდაპირ საფრთხეს მის სიცოცხლეს. უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიის კოლაფსზე.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადასცეს ის უკრაინას. არ ეთამაშოს ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.
ასევე მივმართავთ უცხოეთის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გამო", – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


