ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრებას მარტში მოამზადებს
03/02/2023 05:56:35 პოლიტიკა
ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრებას 10-11 მარტს მოამზადებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის 1 დეკემბრის მოთხოვნით, ვენეციის კომისია მოამზადებს დასკვნას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის შესახებ, რომელიც კომისიის 134-ე პლენარულ სხდომაზე (10- 11 მარტი) უნდა წარედგინოს. მოსაზრება მომზადდება სწრაფი რეაგირების მექანიზმის (QRM) , ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს, ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი 2022 წლის 1 დეკემბერს გადაუგზავნა. პარლამენტს კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებული აქვს.


