ვისაც ვენდობი იმას ვნიშნავ - კადიროვი ჩეჩნეთის მთავრობაში ნათესავების დანიშვნის მიზეზს განმარტავს
06/02/2023 06:09:44 პოლიტიკა
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, ხელმძღვანელ თანამდებობებზე ნათესავების დანიშვნით ის კანონს არ არღვევს. ასე გამოეხმაურა ის გამოცემა ForPost-ის საგამოძიებო მასალას „კადიროვების დინასტიის“ შესახებ.
„ვისაც ვენდობი, იმას ვნიშნავ. შედეგი და თავდადება ჩემთვის მნიშვნელოვანია და არა ის, რას იტყვის ზოგიერთი ე.წ პოლიტოლოგი, ”- წერს კადიროვი.
გამოცემის მასალაში აღნიშნულია ჩეჩნეთის მეთაურის, 26 წლის ძმისშვილი ხამზათ კადიროვი, რომელიც დიდძალ ქონებას ფლობს და ერთ-ერთი მინისტრის პოსტს იკავებს. გარდა ამისა, კადიროვის უფროსი ქალიშვილი რესპუბლიკის კულტურის მინისტრის პოსტს იკავებს.
სტატიაში პუბლიკაცია ეხება სოციოლოგ ანა ოჩკინას და პოლიტოლოგ იური სამონკინის მოსაზრებებს, ასევე ფედერალური კანონის „სახელმწიფო საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-16 მუხლს, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია ახლო ნათესავის დაქირავება (მშობლები, მეუღლე, შვილები, ძმები, დები) საჯარო სამსახურში.
2018 წელს BBC წერდა, რომ ჩეჩნეთის 158 მაღალი თანამდებობის პირიდან 30% რამზან კადიროვის ნათესავია, 23% თანასოფლელი. კიდევ 12% კადიროვის მეგობრები და მათი ნათესავები არიან.


