Accentnews.ge
"მიუხედავად ბევრი აჟიოტაჟისა, სრულად ვეხმარებით და ვმონაწილეობთ ძირითადი სანქციების აღსრულებაში, რომელიც ტრანსპორტის სფეროშია"

"მიუხედავად ბევრი აჟიოტაჟისა, სრულად ვეხმარებით და ვმონაწილეობთ ძირითადი სანქციების აღსრულებაში, რომელიც ტრანსპორტის სფეროშია"

06/02/2023 12:31:28 პოლიტიკა

"მიუხედავად ბევრი აჟიოტაჟისა, სრულად ვეხმარებით და ვმონაწილეობთ ძირითადი სანქციების აღსრულებაში, რომელიც ტრანსპორტის სფეროშია სხვადასხვა მიმართულებით", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართული მხარე მუდმივი დიალოგშია პარტნიორებთან:

„ჩვენ მუდმივი დიალოგი გვაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ავიაციის სფეროში ადმინისტრირება სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო მოთხოვნებთან და ნორმებთან, რომელიც არსებობს. მკაფიოდ ვიცავთ ამ პრინციპებს. ასეც გააგრძელებს მომავალში ქვეყანა. ეს ვაჩვენეთ არამხოლოდ ავიაციის მიმართულებით. მიუხედავად ბევრი აჟიოტაჟისა, სრულად ვეხმარებით და ვმონაწილეობთ ძირითადი სანქციების აღსრულებაში, რომელიც ტრანსპორტის სფეროშია სხვადასხვა მიმართულებით",-აღნიშნავს დავითაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S