Accentnews.ge
თურქეთის საელჩო: „მადლობას ვუხდით საქართველოს, რომელიც ამ უმძიმეს დღეს, უმალ დაგვიდგა გვერდში დასახმარებლად“

თურქეთის საელჩო: „მადლობას ვუხდით საქართველოს, რომელიც ამ უმძიმეს დღეს, უმალ დაგვიდგა გვერდში დასახმარებლად“

06/02/2023 14:40:14 პოლიტიკა

თურქეთის საელჩო საქართველოს სამაშველო ღონისძიებებში დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„მთელი გულით ვუხდით მადლობას ჩვენს გულითად მეგობარს, ახლო მეზობელსა და სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს, რომელიც, ჩვენთვის ამ უმძიმეს დღეს, უმალ, დაყოვნების გარეშე გვერდით დაგვიდგა დასახმარებლად“, – წერია საქართველოში თურქეთის საელჩოს გვერდზე.

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა. სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე დაფიქსირდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S