Accentnews.ge
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს: ხაბეიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს: ხაბეიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა

06/02/2023 19:11:53 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„იძულებული ვართ, ასე მოვიქცეთ“, - დასძინა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ხვალიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საგანგებო რეჟიმზე:

ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება, ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ, ამას პრემიერი ღარიბაშვილი პირველი იგრძნობს. ხვალიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საგანგებო რეჟიმზე. მივმართავ რაიონული საქალაქო ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოების ფრაქციის თავმჯდომარეებს, წევრებს, ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში. მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედედაქალაქი. ასევე დაიგეგმება მათთან ერთად რეგიონებსა და რაიონებში აქტივობები. მესამე და მნიშვნელოვანი, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს“.

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა, სათათბირო ოთახში გასვლის გარეშე. გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S