Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ

ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ

06/02/2023 19:55:06 პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. გადაკეტილია სახლამდე მისასვლელი ქუჩებიც.

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა, სათათბირო ოთახში გასვლის გარეშე. გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

ენმ–მა საპარლამენტო საქმიანობას შეწყვეტისა და საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შესახებ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S