Accentnews.ge
"პროტესტი ყოველდღიური იქნება": მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაანონსდა

"პროტესტი ყოველდღიური იქნება": მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაანონსდა

06/02/2023 20:24:31 პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 7 თებერვალს, 17:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან.

როგორც მან პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გამართულ აქციაზე განაცხადა, პროტესტი ყოველდღიური იქნება.

ჩვენ გადავდივართ საგანგებო რეჟიმზე. ყველგან მოგაკითხავთ. მივმართავ, რატი ბრეგაძეს, რომლის განათლებაში ლომის წილი შეიტანა მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავნებდეთ. ბრძოლა ყოველდღიური იქნება”,- განაცხადა ხაბეიშვილმა

მან მხარდამჭერებს მიმართა:

„ხვალ 17:00 საათზე, ყველას მთავრობის ადმინისტრაციასთან გელოდებით. პროტესტი ყოველდღიური იქნება, სანამ შედეგზე არ გავალთ”.

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა, სათათბირო ოთახში გასვლის გარეშე. გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

ენმ–მა საპარლამენტო საქმიანობას შეწყვეტისა და საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შესახებ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S