Accentnews.ge
მედია – პოლონეთი ევროკავშირში აგროვებს ხელმოწერებს სააკაშვილის სამკურნალოდ წასაყვანად

მედია – პოლონეთი ევროკავშირში აგროვებს ხელმოწერებს სააკაშვილის სამკურნალოდ წასაყვანად

07/02/2023 06:29:42 პოლიტიკა

პოლონეთი მზად არის სამკურნალოდ მიიღოს საქართველოს ექს-პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი და ევროკავშირში ხელმოწერებს აგროვებს საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვის მიზნით. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ წერს პოლონეთის რადიოზე დაყრდნობით.

არსებული ინფორმაციით, პოლონეთის მიერ ინიცირებული წერილი საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაეგზავნოს ევროკავშირის სამიტის წინ. სამიტი 9-10 თებერვალს, ბრიუსელში გაიმართება.

პოლონეთის რადიოს ცნობით, მიმართვაში ნათქვამია, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი მოკვდება, ეს ჩრდილს მიაყენებს საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, აშშ-სა და ნატოსთან. აღნიშნულია ისიც, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე სამკურნალოდ ყოფნის პერიოდში სააკაშვილი არ იქნება დაკავებული პოლიტიკური, ან საზოგადოებრივი საქმიანობით.

6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს უარის შემდეგ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქციები დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S