Accentnews.ge
მელია – საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური, თუ ენმ რჩება პარლამენტში

მელია – საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური, თუ ენმ რჩება პარლამენტში

07/02/2023 08:28:49 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური.

მისი თქმით, თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა შენობის შიგნით უნდა იბრძოლონ.

"რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი. საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში. თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი. თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან - უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან. ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით - კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას", - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას ოფიციალურად წყვეტს, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

რაც შეეხება მანდატების დატოვებას, ენმ-ში არც ამას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას კონსულტაციების შედეგად მიიღებენ.

"ფრაქცია ენმ იღებს გადაწყვეტილებას და აღარ მიიღებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს არც სესიებზე დასწრებას, არც საკომიტეტო მოსმენებზე. იმავდროულად, პარტია და ფრაქცია გააგრძელებს კონსულტაციებს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმებზე -საუბარია მანდატების დატოვებაზე და ამ საკითხზე კონსულტაციები გვექნება ევროპელ პარტნიორებთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S