Accentnews.ge
"არ შეიძლება, ადამიანი წამებით მოვკლათ, ქართული საზოგადოება თავის თავს გამოუტანს განაჩენს"

"არ შეიძლება, ადამიანი წამებით მოვკლათ, ქართული საზოგადოება თავის თავს გამოუტანს განაჩენს"

07/02/2023 09:08:49 პოლიტიკა

"საზოგადოებრივი აზრი უნდა შეიკრას იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება ჩვენ ადამიანი წამებით მოვკლათ ქართულ ციხეში, ეს მიუღებელია", - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილმა საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდა.

"საზოგადოებრივი აზრი უნდა შეიკრას იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება, ჩვენ ადამიანი წამებით მოვკლათ ქართულ ციხეში, ეს მიუღებელია, ნებისმიერ ადამიანზეა აქ საუბარი, ნებისმიერ დამნაშავეზე ან უდანაშაულოზე. და მეორე, რომ ასეთ ვითარებაში ქართული საზოგადოება თავის თავს გამოუტანს განაჩენს, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, ჩვენ ვართ ერი, რომელმაც პირველი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე პრეზიდენტი ორჯერ ავაფეთქეთ უბრალოდ გადარჩა და მესამე პრეზიდენტს წამებით ვკლავთ და ეს ყველაფერი უკავშირდება რუსეთს და რუსეთის ინტერესებს, ეს არის ამ მიმართვის შინაარსი", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის: 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არც ერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს უარის შემდეგ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქციები დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S