Accentnews.ge
წითლიძე – მომხრე ვარ, დავტოვოთ საპარლამენტო და საკრებულოს მანდატები

წითლიძე – მომხრე ვარ, დავტოვოთ საპარლამენტო და საკრებულოს მანდატები

07/02/2023 09:50:44 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლოს უარის შემდეგ მისთვის წარმოუდგენელია საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება.

დეპუტატი აცხადებს, რომ იგი ემხრობა პარლამენტიდან და საკრებულოებიდან პარტიის დეპუტატების გამოსვლას:

„საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არის შემდეგი: იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რა გადაწყვეტილებაც მიიღო გუშინ სასამართლომ, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ან პარლამენტში, ან საკრებულოებში. ამიტომ მე მომხრე ვარ პარლამენტიდან და საკრებულოებიდან, მათ შორის, თბილისის საკრებულოდან გამოსვლის. ჩემთვის გაუგებარია იმ ადამიანების პოზიცია, ვინც პარლამენტის მანდატის დატოვებას ემხრობა, საკრებულოებიდან გამოსვლას – არა. შესაბამისად, პოზიცია, ნახევარ-ნახევარი ვაკეთოთ, მიშას რომ კლავენ, ეს არ შევიმჩნიოთ, სწორი არ მგონია. თუ გამოვდივართ და ამ გზას ვირჩევთ, უნდა გამოვიდეთ ყველა რგოლიდან და პარტიის ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ყველასთან შეთანხმებული პოზიცია. ჩვენ რუსული ოცნება ყველგან მარტო უნდა დავტოვოთ,“ – ამბობს ანა წითლიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S