Accentnews.ge
არ ვემხრობი უშედეგო ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას - დეკანოიძე

არ ვემხრობი უშედეგო ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას - დეკანოიძე

07/02/2023 11:14:59 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ იგი "უშედეგოდ საპარლამენტო და საკრებულოების ბოიკოტს არ ემხრობა".

დეკანოიძის თქმით, პროცესის არასწორად განვითარებამ შესაძლოა მარგინალიზაცია გამოიწვიოს.

"მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ. ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების განწყობები.

თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა (მასიურ პროტესტს არ ვგულისხმობ) - ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის. რაც უფრო მარგინალური პროცესებისკენ მიდის გზა - უფრო არ გაუშვებენ მიშას.

მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა. ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საფრთხე. ამაზე ვმუშაობთ 1,5 წელი (ყველაფრის თქმა არ შემიძლია რიგი მიზეზების გამო). დღეს ის საპირისპიროს ხედავს.

რაც უფრო ბევრს გვეყოფა უნარი რაციონალიზმის და საჯაროდ საუბრის სიმართლეზე, უკეთესია ჩვენი სამშობლოს ინტერესებისთვის", - წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების მოთხოვნა, საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S