Accentnews.ge
ლევან ხაბეიშვილი: "ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან"

ლევან ხაბეიშვილი: "ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან"

07/02/2023 13:26:23 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ხვალიდან საქართველოს მასშტაბით პროტესტს აანონსებს.

"მინდა საზოგადოებას ვუთხრა, დღეს, 21:00 საათზე, საგანგებო განცხადება გაკეთდება პარტიაში, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა რაიონში, ქალაქში, კონკრეტულ ლოკაციებს, კონკრეტულ საათებს, დღეებს. ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონში. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ასეთ მდგომარეობაში ვართ, როცა პუტინის დავალებით კლავენ პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს. პოლიციის კორდონით, სპეცდანიშნულების რაზმებით მოუწევთ დაძინებაც და გაღვიძებაც“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S