"ესტონეთი მზადაა, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზა მკურნალობაში დასახმარებლად"
07/02/2023 13:56:41 პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მიცეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.
მისი თქმით, ესტონეთი მზადაა, უზრუნველყოს სამედიცინო ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში დასახმარებლად.
"ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო და მოვუწოდებთ საშუალება მიეცეს მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელების. ესტონეთი მზადაა უზრუნველყოს სამედიცინო ექსპერტიზა მკურნალობაში დასახმარებლად. ეს ნაბიჯი ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად” - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ სოციალურ ქსელში.


