Accentnews.ge
თურქეთში საქართველოს ელჩი: "საათობრივად იცვლება ვითარება, 1 000-ზე მეტი ზარი შემოვიდა ცოტა ხნის წინ"

თურქეთში საქართველოს ელჩი: "საათობრივად იცვლება ვითარება, 1 000-ზე მეტი ზარი შემოვიდა ცოტა ხნის წინ"

07/02/2023 15:06:55 პოლიტიკა

თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს ექვსი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ გიორგი ჯანჯღავამ "საქართველოს პირველ არხს" განუცხადა.

„ყველა რეგიონში შევქმენით შტაბი. კოორდინაციაში ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. მუდმივ კოორდინაციაში ვართ ასევე ჩვენს მაშველებთან, რომლებიც ქალაქ ადიამანში იმყოფებიან. საქმე იმაშია, რომ საათობრივად იცვლება ვითარება. ჩვენ შემოგვდის ძალიან ბევრი ზარი. 1 000-ზე მეტი ზარი შემოვიდა ცოტა ხნის წინ. პირველივე წუთიდან 100 მოქალაქე გვყავდა დაკარგული. თითქმის ყველა იყო მოძიებული. პრობლემური იყო მათგან 20. დღეს დილისთვის ყველა ვნახეთ, მაგრამ დილიდან ინფორმაცია ისევ შეიცვალა და რვა მოქალაქის დადგენა იყო საჭირო. სწორედ დღის განმავლობაში შევძელით, მოგვეძია რვა მოქალაქიდან ხუთი. ჩვენი ინფორმაციით, სამი მოქალაქე რჩება ნანგრევებში. ერთი საათის წინ, დაემატათ სამი და სულ ექვსი მოქალაქის მოძიების პროცესი გრძელდება“, – აღნიშნა გიორგი ჯანჯღავამ.

ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. თურქეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 3549 პირი დაიღუპა.

მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიას 1 712 ადამიანი ემსხვერპლა.

ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S