წულუკიანი: "ჩვენდა საბედნიეროდ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ ამ ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნია"
07/02/2023 16:06:21 პოლიტიკა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობას“ ბოიკოტის რეჟიმი და პროტესტი სასიკეთო შედეგს ვერ მოუტანს.
მისი თქმით, ამ ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნია.
"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ არც ეს ბოიკოტი მოიტანს მათთვის სასიკეთო შედეგს. ქვეყნისთვის კი დასანანია. არ დადგა ის დრო ჩვენს ცხოვრებაში, რომ პარლამენტში სახელისუფლებო უმრავლესობას და მთავრობაში ხელისუფლებას გაგვიჩნდეს კომპეტენტური, ძლიერი ოპოზიციური შემადგენლობა იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფად წავიდეს წინ. რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა. რაიმე პროტესტმა რომ შედეგი მოიტანოს, საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, რაც ამ ოპოზიციას, ჩვენდა საბედნიეროდ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ, არ გააჩნია“, – განაცხადა წულუკიანმა.


