Accentnews.ge
ლევან ხაბეიშვილმა მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმა წარადგინა

ლევან ხაბეიშვილმა მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმა წარადგინა

07/02/2023 17:11:37 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმა წარადგინა.

მან შემდეგი საპროტესტო აქციები დააანონსა:

  • 8 თებერვალი, 17:00 - აქცია თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან;
  • 9 თებერვალი, 13:00 - აქცია ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში;
  • 10 თებერვალი, 13:00 - აქცია ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ხაშურში;
  • 11 თებერვალი, 15:00 - აქცია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

ხაბეიშვილი მოსახლეობას აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ენმ აქციებით უახლოეს მომავალში მთელ საქართველოს მოიცავს, რისთვისაც, მისი თქმით, "საჭიროა მომზადება, ბრძოლა და მოქმედება".

მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების მოთხოვნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციამ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა. რაც შეეხება მანდატების დატოვებას, ენმ-ში არც ამას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას კონსულტაციების შედეგად მიიღებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S