Accentnews.ge
"კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ  დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია"

"კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ  დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია"

07/02/2023 17:36:57 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმიანება პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას პრეზიდენტის დისკრეციულ უფლების შესახებ.

"მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ,,სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ", ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!", – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ამას საზოგადოებისგან "უმძიმესი რეაქცია ექნება":

"[სააკაშვილის შეწყალება] მისი გადასაწყვეტია, სამართლებრივად ეს ასეა. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ექნება უმძიმესი რეაქცია ასეთ აქტზე. მეც მექნებოდა და მექნება ძალიან მძიმე რეაქცია ასეთ რამეზე, რადგან თეორიულად ასეთი რამ რომ მოხდეს, ეს იქნებოდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ეს იქნებოდა ჩემი რეაქცია და მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ასეთ თეორიულ შემთხვევაზე ექნება ძალიან მძიმე რეაქცია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S