"ნაციონალური მოძრაობის" ახალ პოლიტსაბჭოს კობა ნაყოფიაც ტოვებს
07/02/2023 18:04:19 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, პარლამენტარი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ პარტიის ახლადდაკომპლექტებულ პოლიტიკურ საბჭოს ისიც დატოვებს.
30 იანვარს შიდაპარტიულ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ ნაყოფიამ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის "პოსტი" დატოვა.
მოგვიანებით, 5 თებერვალს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმართა ყრილობა, სადაც ახალი პოლიტსაბჭოს ნაწილი აირჩიეს.
ახალ პოლიტსაბჭოში არ შეიყვანეს არჩევნებში დამარცხებული ნიკა მელია და მისი მხარდამჭერების ნაწილი.
ნაყოფია „პარლამენტარების კვოტით“ შეიყვანეს პოლიტსაბჭოში, თუმცა მან 7 თებერვალს პირდაპირ ეთერში გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ მმართველ ორგანოს ტოვებს.
მან გააკრიტიკა პოლიტსაბჭოს არჩევის ფორმა და თქვა, რომ „ჩატარდა ისე ჩუმად, რომ ვერავინ გაიგო“.


