Accentnews.ge
კლაარი: "გაზრდილი საფრთხეები შესაძლებლობებსაც იძლევა, ახლა კითხვა მდგომარეობს იმაში, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ახალი გზების პოვნას აფხაზებთან და ოსებთან"

კლაარი: "გაზრდილი საფრთხეები შესაძლებლობებსაც იძლევა, ახლა კითხვა მდგომარეობს იმაში, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ახალი გზების პოვნას აფხაზებთან და ოსებთან"

08/02/2023 09:10:43 პოლიტიკა

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი "საქართველოს პირველ არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რეგიონში გაზრდილი საფრთხეების ფონზე, საერთაშორისო პარტნიორები მჭიდროდ მუშაობენ საქართველოსთან, რათა ყველა პოტენციური საფრთხე თავიდან იქნას არიდებული.

„ბუნებრივია, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ შეარყია რუსეთის ყველა მეზობელი და ამას თან ახლავს დამატებითი საფრთხეები. ამიტომაც ჩვენ, ევროკავშირი და საქართველოს სხვა მეგობრები ვიყავით მჭიდრო კონტაქტზე მთავრობასთან, ერთობლივი მუშობის თვალსაზრისით, რათა წინ აღვდგომოდით ნებისმიერ ნეგატიურ დინამიკას, რომელიც შესაძლოა, რუსეთიდან და ომიდან მოდიოდეს და რომელსაც შეიძლება, გავლენა ჰქონდეს მის მეზობლებზე. ამავდროულად, უნდა ვთქვათ, რომ გაზრდილი საფრთხეები, რომლებიც იგრძნობა როგორც რეგიონსა და თბილისში, ისე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, შესაძლებლობებსაც იძლევა. ახლა კითხვა მდგომარეობს იმაში, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ახალი გზების პოვნას აფხაზებთან და ოსებთან გზავნილისთვის, რომლითაც ეტყვის, რომ ახლა რთული გარემოებებია, რთული სიტუაციაა და მოდი, ერთად ვეძებოთ გზა, რათა ერთად უფრო ძლიერები გავხდეთო“, – აღნიშნა ტოივო კლაარმა "საქართველოს პირველ არხთან" საუბრისას.

შეკითხვაზე, როგორ შეიძლება იქნას გაგებული რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო განცხადება, რომელშიც იგი საქართველოსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს, აფხაზეთსა და ცხინვალს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებზე საუბრობდა, ტოივო კლარი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია ვერავის ვერაფერს უკარნახებს:

„არ ვიცი, რას გულისხმობდა მინისტრი ლავროვი. ვიცი, რომ ჟენევის დისკუსიების მიზანი მკაფიო და ცხადია. ეს ფორმატი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეიქმნა და დაეფუძნა 6- პუნქტიან შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ჯარების გაყვანას, დევნილების სახლებში დაბრუნებას. ჟენევის დისკუსიებს აქვს ეს მნიშვნელოვანი და სპეციფიური მიზანი. ამავდროულად, როგორც ხშირად ვამბობ, უნდა ვიმუშაოთ 90 წლების კონფლიქტებზეც, რომელშიც ეჭვგარეშეა, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამ მხრივ, დიდი სამუშაოა გასაწევი და ამ თვალსაზრისით რუსეთი ვერავის ვერაფერს უკარნახებს, არც არის ამის საჭიროება, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ თავად უნდა გადაწყვიტონ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S