Accentnews.ge
კობახიძე: "Freeესებუა" კამპანიას ველოდებით, შიმშილობის გამოცხადების შემდეგ კი საერთაშორისო მხარდაჭერას"

კობახიძე: "Freeესებუა" კამპანიას ველოდებით, შიმშილობის გამოცხადების შემდეგ კი საერთაშორისო მხარდაჭერას"

08/02/2023 11:11:45 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე "საქართველოს ბანკის" ერთ–ერთ ფილიალზე თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას დაკავების ფაქტს ეხმიანება და ირონიით აღნიშნავს, რომ "რადიკალური ოპოზიციისგან "Freeესებუა" კამპანიას ელოდება".

"რადიკალური ოპოზიციის მხრიდან "Freeესებუა" კამპანიას ველოდებით, აუცილებლად ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ეს კამპანია დაიწყება. შემდეგ ესებუა რომ გამოაცხადებს შიმშილობას, ასევე ველოდებით საერთაშორისო მხარდაჭერას ესებუას მიმართ და შემდეგ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

"FreeMisha" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი კამპანიაა, რომლითაც მისი მხარდამჭერები მოითხოვენ, რომ იგი სამკურნალოდ გადაიყვანონ უცხოეთის რომელიმე წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში.

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S