Accentnews.ge
კობახიძე: "რადგან ამ ეტაპზე გარკვეული უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს, ჩვენი ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია"

კობახიძე: "რადგან ამ ეტაპზე გარკვეული უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს, ჩვენი ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია"

09/02/2023 08:17:07 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული განცხადებების გამო ევროპარლამენტარები კვლავ გააკრიტიკა.

„არსებობს ძალიან დიდი და მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, მოლდოვაშიც პატიმრობაშია მათი მეხუთე პრეზიდენტი, მაგრამ არავის ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. ჩვენთან დაკავშირებით მარტო ჯანმრთელობაზე ხომ არ იყო საუბარი? ევროპარლამენტარების ნაწილი პირდაპირ გვეუბნებოდა, როდესაც პრეზიდენტი პატიმრობაშია, ეს უკვე არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი მოვლენა და მის იმიჯზე ცუდად აისახებაო. არცერთი ასეთი განცხადება არ გაკეთებულა მოლდოვასთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი მეხუთე პრეზიდენტი დღეს პატიმრის სტატუსის მქონეა. რატომ? იმიტომ, რომ რა მანკიერი ინტერესიც არ არსებობს მოლდოვას მიმართ, ის მანკიერი ინტერესი არსებობს საქართველოს მიმართ. ამას უკავშირდება ეს კოორდინაცია სააკაშვილის საქმის გარშემო, ამას უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ორი მილიარდის გაჩერება „კრედიტ სუისში“ და ა.შ. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი და საქართველოს ომში ჩართვის სურვილი“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, "თქვენი აზრით, ეს არათუ სუსტდება, კიდევ უფრო ძლიერდება თვეებთან ერთად?", კობახიძემ შემდეგი განაცხადა:

„კი. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში დღეს მძიმე ვითარებაა, — როგორ გაგრძელდება მოვლენები არ ვიცით, მაგრამ ამ ეტაპზე გარკვეული უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს, — ეს ინტერესი გაზრდილია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S