პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება შეიტანა
09/02/2023 18:10:04 პოლიტიკა
პარლამენტმა 88 ხმით, სამის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საარჩევნო კოდექსში“ „გენდერული კვოტირების“ წესთან დაკავშირებული ცვლილება მიიღო, რომელიც კოდექსის 203-ე მუხლს ეხება.
კანონის თანახმად, „გენდერული კვოტირების“ მარეგულირებელი ნორმების მოქმედების ვადა ძალაში იქნება 2032 წლის ოქტომბერს ჩასატარებელი არჩევნების ჩათვლით.
ასევე, თუ პარლამენტის დეპუტატის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მამაკაც წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, მის ადგილს დაიკავებს მომდევნო წევრობის კანდიდატი, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ სიის მომდევნო წევრი იყოს ქალი დეპუტატი.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ბაია კვიციანი, გრეტა წიწავა, ნინო წილოსანი, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, მარიამ ლაშხი, ქეთევან დუმბაძე და მაია მენაღარიშვილი.


