Accentnews.ge
გუბაზ სანიკიძე: "ყველაფრის პარალელი შეიძლება, მაგრამ „ქოცებსა“ და დავით აღმაშენებელს შორის არა,  დავით აღმაშენებელი სულ საომრად იყო ალესილი"

გუბაზ სანიკიძე: "ყველაფრის პარალელი შეიძლება, მაგრამ „ქოცებსა“ და დავით აღმაშენებელს შორის არა,  დავით აღმაშენებელი სულ საომრად იყო ალესილი"

09/02/2023 18:37:15 პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად „ქართული ოცნება“ დავით აღმაშენებლის პოლიტიკურ მიდგომებს განასახიერებს, რომელიც ცხელი პატრიოტული გულითა და ცივი რაციონალურობით იღებს გადაწყვეტილებებს".

სანიკიძის თქმით, "ყველაფრის შედარება შეიძლება თუმცა აღმაშენებლისა და „ქოცებს“ შორის პარალელის გავლება არ შეიძლება".

„ყველაფრის პარალელი შეიძლება და „ქოცებსა“ და დავით აღმაშენებლის პარალელი არ შეიძლება. ესენი „აწვებიან“, რომ ჩვენ მშვიდობა გვჭირდება, რომელიც ნამდვილად გვჭირდება, დავით აღმაშენებელი სულ საომრად იყო ალესილი. როგორც კი ტახტზე ავიდა, დაიწყო სამხედრო რეფორმები და ჯარის გაძლიერება... დავით აღმაშენებელმა გაატარა საგანმანათლებლო რეფორმა, შექმნა გელათის აკადემია. დავით აღმაშენებელმა გელათი ააშენა, „ქოცების“ დროს გელათი - ინგრევა. დავით აღმაშენებელმა ჩამოიყვანა ყივჩაღები, ბიძინამ ჩამოიყვანა რუსები. რამეში ჰგავს ერთმანეთს?", – განაცხადა სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S