მატეუშ მორავეცკი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანის ინიციატივით გამოდის
10/02/2023 15:11:06 პოლიტიკა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მზადაა, სამკურნალოდ მიიღოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელი სააკაშვილი.
„პოლონეთის ინიციატივით მომზადდა მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გაგზავნის შესახებ“, - განაცხადა მორავეცკიმ ევროკავშირის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ეს საკითხი მან ბევრ კოლეგა პრემიერ-მინისტთან განიხილა.
"ჩვენ ვშიშობთ, რომ ის საქართველოში შეიძლება, უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს. თუ საქართველოს სურს თავის ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, იგი ასევე სერიოზულად უნდა მოეკიდოს მიმართვას, რომელიც მუშაბდება ევროკავშირი საბჭოს დიპლომატიურ სამსახურში“, - აღნიშნა, „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, მორავეცკიმ.
მანამდე საქართველოს მმართველი პარტია, "ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე პირობა დადო, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ამნისტიის კანონს არ მიიღებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, განაცხადა, რომ მისი მხრიდან შეწყალების შემთხვევაშიც მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება და ამით ქვეყანა თავის რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს.
6 თებერვალს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.


