Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი: "ომის შეჩერების მცდელობაც არსად ჩანს"

ირაკლი ღარიბაშვილი: "ომის შეჩერების მცდელობაც არსად ჩანს"

11/02/2023 12:22:01 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში არის რეცესია, არაპროგნოზირებადობა, საქართველოს მთავრობამ ქვეყანას დიდი განსაცდელი - ომი აარიდა თავიდან.

„ეს მცდელობა, რომ ეს კონფლიქტი რამენაირად გადმოსულიყო ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ ჩერდება. ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზანს ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილის შემოგზავნა საქართველოში და ძალიან ბევრი პროვოკაცია“, - განაცხადა ბაკურიანში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, უკრაინაში ომი არ ჩერდება, ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მაგრამ ომის დასრულების მცდელობაც კი არ ჩანს, რაც შემაშფოთებელია. ხოლო ამ ომის შედეგად შექმნილი გარემო, ღარიბაშვილის თქმით, მთელ მსოფლიოსა და რეგიონშიც, კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი გახდა:

„სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება, ჩვენ მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ და იმ საქმეს გავაკეთებთ“.

მან უკრაინელ ხალხს მშვიდობა და ომის დროულად დასრულება უსურვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S