Accentnews.ge
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო

12/02/2023 15:11:24 პოლიტიკა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს არაბთა გაერთიანებული საამიროების ადამიანური რესურსების და ემირატიზაციის მინისტრი აბდულრაჰმან ალ ავარი, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში, რომელიც დუბაიში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S