Accentnews.ge
პრემიერმა ღარიბაშვილმა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან შეხვედრაზე, მათ შორის ეკონომიკური საკითხები განიხილა

პრემიერმა ღარიბაშვილმა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან შეხვედრაზე, მათ შორის ეკონომიკური საკითხები განიხილა

13/02/2023 09:48:20 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან საუბრის შესახებ წერს.

„მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან. მადლობელი ვარ, საქართველოს დიდ პარტნიორ ქვეყანაში - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მასპინძლობისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ გაღრმავებული მეგობრობა, ეკონომიკური კავშირებისა და დაკავშირებადობის უნარის ზრდა,“- აღნიშნულია „ტვიტში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S