Accentnews.ge
ელისაშვილი – „ხალხის ძალის“ კანონპროექტის შესახებ: "რუსეთში რასაც აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციების ან მედიის წინააღმდეგ,ზუსტად იმის გაკეთება უნდათ"

ელისაშვილი – „ხალხის ძალის“ კანონპროექტის შესახებ: "რუსეთში რასაც აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციების ან მედიის წინააღმდეგ,ზუსტად იმის გაკეთება უნდათ"

14/02/2023 13:45:04 პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს „ხალხის ძალის“ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური ძალების გამჭვირვალობის შესახებ“.

მისი თქმით, "რუსეთში რასაც აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციების ან მედიის წინააღმდეგ,ზუსტად იმის გაკეთება უნდათ საქართველოში".

„ასეთ ბოდვას მხარს არ დავუჭერთ. უნდათ, რომ ეს კანონპროექტი პირდაპირ რუსეთიდან გადმოიტანონ. გაიხედეს, გამოიხედეს, 21-ე საუკუნეში სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და რუსეთში რასაც აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციების ან მედიის წინააღმდეგ,ზუსტად იმის გაკეთება უნდათ. რაღაცას იშველიებენ, რომ სხვაგანაც ასეა, თითქოს ამ ქვეყანაში სხვა პრობლემა არ იყოს და ხალხს სხვა დარდი, საფიქრალი არ ჰქონდეს. ეს ძალიან გაუგებარი და აღმაშფოთებელი ძალისხმევაა. რაღაც ხომ უნდა გააკეთონ, მარტო კელი დეგნანის ლანძღვით იყვნენ დაკავებული, კელი დეგნანიც ცოტა ხანში ელჩი აღარ იქნება და რაღაცით თავის არსებობა ხომ უნდა გაამართლონ და ახლა რაღაცებს იგონებენ. პირდაპირ აკოპირებენ რუსულ რაღაცებს, რაც ძალიან მიუღებელია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა დეპუტატთა ჯგუფმა "ხალხის ძალამ", რომელიც ანტიდასავლური განცხადებებითაა ცნობილი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა და მას უკვე პარლამენტში არეგისტრირებს.

გავრცელებულ განცხადებაში ჯგუფი მოკლედ მიმოიხილავს პროექტის შინაარს, რომლის თანახმად, "საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, ისეთი სუბიექტების (არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა საჯარო გადაწყვეტილებებზე და მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში".

„ხალხის ძალის“ განცხადებით, კანონპროექტით შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი "ფინანსდება უცხოური ძალების მიერ":

"ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან. აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების ინფორმირების ხარისხს, რაც დაეხმარება ხალხს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მედია სივრცეში სიცრუის და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას. აღნიშნულ კანონპროექტსაც უახლოეს დღეებში დავაინიცირებთ".

"ხალხის ძალის" დეპუტატები ირწმუნებიან, რომ კანონპროექტი "საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას და ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება".

ცნობისთვის: აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს - მეორე მსოფლიო ომის წინაპერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად იქნა მიღებული, მოგვიანებით კი მან სახეცვლილება განიცადა - მოქმედების არე დავიწროვდა და სადღეისოდ ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს ეხებათ.

ამასთან, სადეპუტატო ჯგუფს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ოკუპანტ ქვეყანაში - რუსეთში მსგავსი კანონი ცოტა ხნის წინ აამოქმედეს, მის საფუძველზე "უცხოეთის აგენტად" უკვე ასობით ჟურნალისტი, ოპოზიციონერი აქტივისტი, მედია- და არასამთავრობო ორგანიზაცია გამოცხადდა და ფაქტობრივად ყველა, ვინც ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს, ამ კანონის საფუძველზე ექვემდებარება დასჯას საუკეთესო შემთხვევაში - ჯარიმისა და საქმიანობის აკრძალვის, უარესში კი საპატიმრო ვადების სახით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S