კახა კალაძემ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით მაქაცარიას კანდიდატურა წარადგინა
15/02/2023 08:51:52 პოლიტიკა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით მაქაცარიას კანდიდატურა წარადგინა.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კანდიდატურა დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოში გადაიგზავნება
"დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერა ექნება. დავითი პროფესიით ეკონომისტია, საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ის ბოლო წლებში საქმიანობდა ბიზნეს სექტორში. დარწმუნებული ვარ, მისი მრავალფეროვანი გამოცდილება გამოადგება ჩუღურეთის რაიონს და იქ მცხოვრებ ადამიანებს. მინდა, დავითს წარმატებები ვუსურვო. რაიონში ბევრი პროექტია განსახორციელებელი, არის პრობლემები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რაიონს ჰყავდეს პასუხისმგებლობის მქონე ხელმძღვანელი, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად, ღირსეულად უპასუხებს არსებულ გამოწვევებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


