Accentnews.ge
ხვიჩია: „თუ ევროპის კარს ვუკაკუნებთ, ცხადია, რომ ევროპული წესებით მოგვიწევს თამაში, ეს არ გვინდა?!“

ხვიჩია: „თუ ევროპის კარს ვუკაკუნებთ, ცხადია, რომ ევროპული წესებით მოგვიწევს თამაში, ეს არ გვინდა?!“

15/02/2023 09:15:48 პოლიტიკა

"გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია ეხმიანება ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ საქართველოს სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, ევროპული წესებით უნდა იმუშაოს. მმართველი გუნდის წევრებისგან განსხვავებით, ხვიჩია ამ მოწოდებაში არანორმალურსა და უსამართლოს ვერაფერს ხედავს საქართველოს მიერ დეკლარირებული კურსის გათვალისწინებით.

„ჩემს სახლში რომ ვიღაც შემოდიოდეს, აუცილებლად ვეტყოდი, რომ ამ სახლში ჩემი წესებით თამაშობენ. ჩვენ თუ ევროპის კარს ვუკაკუნებთ, თავისთავად ცხადია, რომ ევროპული წესებით მოგვიწევს თამაში, ეს არ გვინდა?! ამისთვის არ მივდივართ ევროპაში?!“,– ამბობს დეპუტატი.

მისი დაკვირვებით, "ქართული ოცნების" პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ, მოსახლეობას ეუბნება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით მუშაობს, მეორე მხრივ, კი ამ გზავნილისგან აცდენილ განცხადებებს აკეთებს, ემსახურება დაბნეულობის შემოტანას და ჯამში ძალაუფლების შენარჩუნებას:

"მათი განცხადებები ემსახურება იმას, რომ ვერასდროს გავიგოთ რეალურად, რა უნდათ და ვიყოთ ამ "ნაც-ქოცურ" ჩხუბში. ამის შემადგენელი ნაწილია, რომ არ თქვან, რა უნდათ: ევროპა უნდათ თუ არ უნდათ, დამოუკიდებელი სასამართლო უნდათ თუ არა, თავისუფალი ქვეყანა უნდათ, თუ არ უნდათ. მათ სურთ ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. ამისთვის ევროპაა საჭირო? - იტყვიან, "კი ბატონო, ვიქნებით ევროპელები," "ანტიევროპელობაა საჭირო, ვიქნებით ანტიევროპელები, კიდევ სხვა რამე ვიქნებით, მნიშვნელობა არ აქვს რა, ოღონდ ძალაუფლება შევინარჩუნოთ". ამ წუთას გამოსავალს ანტიევროპელობაში ხედავენ და იმის თქმაში, რომ ომში გვითრევენ, მინიმუმ მანამ, სანამ ომია და ხალხი შეშინებულია იმით, რომ საქართველოშიც ვინმემ რამე არ გაისროლოს. სინამდვილეში, არც ერთი ქვეყანა ომში არ ჩართულა, არავის მოუთხოვია არავისთვის ომში ჩართვა და ამ პირობებში მიდის კამპანიის ტირაჟირება, რომ ევროპელები და ამერიკელები ომს გვთხოვენ, მარტო ჩვენ სამყაროში თურმე,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ხოლო მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტარის მოწოდებას შანტაჟი უწოდა და შემდეგი გზავნილი შემოგვთავაზა: „ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრეგოროვას თამაშის წესით განვითარდება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S