Accentnews.ge
კალაძე: "თუ არ მოგვცემენ სტატუსს, თავისთვის დაიტოვონ"

კალაძე: "თუ არ მოგვცემენ სტატუსს, თავისთვის დაიტოვონ"

15/02/2023 10:29:51 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" გენმდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე "ქართული წესებით ითამაშებს". ამის შესახებ მან ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

კალაძე ევროპარლამენტარის განცხადებას შანტაჟს უწოდებს.

„ეს არის იმ თამაშისა და შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავთ და მას ხედავს საზოგადოებაც. საქართველოს ხელისუფლება ითამაშებს ქართული წესებით, გამოვა ქვეყნის ინტერესებიდან და გამოვა ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ამ რთულ გზაზე. თუმცა, თუ მათი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანდიდატის სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება მისაღები არ არის იმიტომ, რომ ომში არ ჩაერთო.

„მე უკვე ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის დადგმული სპექტაკლი მიხეილ სააკაშვილის „შემოტანით“ საქართველოში. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მომხდარიყო დაპირისპირება, გადატრიალება. ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება არ არის მისაღები იმიტომ, რომ არ ერთვება ომში, აკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ინტერესებს ეხება“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: კუბილიუსმა "მთავარი არხის" ეთერიდან საქართველოს მთავრობას ასე მიმართა: "ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S