Accentnews.ge
კახა კალაძე – „ინტერ–რაოს“ შესახებ: "წარმოგიდგენიათ, ხელი რომ მომეწერა და „ინტერ– რაოს“ მიეღო 200 მლნ დოლარი, რა მოხდებოდა?"

კახა კალაძე – „ინტერ–რაოს“ შესახებ: "წარმოგიდგენიათ, ხელი რომ მომეწერა და „ინტერ– რაოს“ მიეღო 200 მლნ დოლარი, რა მოხდებოდა?"

15/02/2023 10:53:08 პოლიტიკა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ინტერ რაოსთან“ საქართველოს წაგებულ დავას გამოეხმაურა.

კახა კალაძის თქმით, ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველო არათუ დააზარალა, არამედ თანხა დაუზოგა.

„პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ტარიფების შემცირება, რომლითაც ისარგებლა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით, დედაქალაქის მოსახლეობამ. როდესაც ქვეყანაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ კომპანია „ენერგო პროს“, რომელიც ასევე ჩართული იყო ტარიფების შემცირების პროცესში. რაც შეეხება წარმოშობილ დავას, „ინტერ რაო“ ითხოვდა დაახლოებით, 200 მლნ დოლარს, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო გაცილებით ნაკლები თანხა, ვიდრე ისინი მოითხოვდნენ. წარმოგიდგენიათ, ხელი რომ მომეწერა, იმაზე, რომ „ინტერ რაოს“ მიეღო 200 მლნ დოლარი, რა მოხდებოდა და რას დამატეხდნენ თავს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვფიქრობდით, რომ არ ეკუთვნოდა ამ კომპანიას 200 მილიონი და პირდაპირ ვუთხარით, რომ ვიდავებდით. შესაბამისად, მოხდა არბიტრაჟში განხილვა და 200 მლნ-ს ნაცვლად დაგვეკისრა გაცილებით ნაკლები. თავის დროზე მე არ მივეცი ჩემს თავს უფლება და ვერცერთი ჩემი თანამშრომელი ვერ გაბედავდა იმას, რომ დავთანხმებოდით „ინტერ რაოს“ მოთხოვნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს მთავრობამ რუსულ ენერგეტიკულ კომპანია „ინტერ-რაოსთან“ 76-მილიონ დოლარიანი საარბიტრაჟო დავა წააგო.

საარბიტრაჟო დავა კომპანიამ 2017 წელს დაიწყო მთავრობის წინააღმდეგ. კერძოდ, არბიტრაჟში საჩივარი „ინტერ-რაოს“ ორი ჰოლანდიური შვილობილი კომპანიის GARDABANI HOLDINGS B.V.-ის და SILK ROAD HOLDINGS B.V-ის სახელით იყო წარდგენილი.

კომპანიას ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა სურდა და ითხოვდა 2014 წელს ტარიფების განსაზღვრისას „ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას“.

იუსტიციის სამინისტროში ამბობდნენ, რომ „საქართველოს მთავრობამ ტარიფები განსაზღვრა სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად, რითაც 2014 წლიდან მოყოლებული ჩვენი მოქალაქეები იხდიან უფრო მცირე ტარიფებს, ვიდრე კომპანია ითხოვდა“.

„ინტერ-რაო“ საქართველოში მოქმედი ენერგეტიკული კომპანია „თელასში“ აქციების 75%-ს ფლობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S