Accentnews.ge
ლილუაშვილი: "როგორი კადრებიც არ უნდა გამოიტანოს პენიტენციურმა სამსახურმა, „ქართულმა ოცნებამ“ ჰუმანიტარული საკითხი უკვე აქცია საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილად"

ლილუაშვილი: "როგორი კადრებიც არ უნდა გამოიტანოს პენიტენციურმა სამსახურმა, „ქართულმა ოცნებამ“ ჰუმანიტარული საკითხი უკვე აქცია საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილად"

15/02/2023 12:57:28 პოლიტიკა

როგორი კადრებიც არ უნდა გამოიტანოს პენიტენციურმა სამსახურმა, „ქართულმა ოცნებამ" სუფთად ჰუმანიტარული საკითხი უკვე აქცია საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილად და ამას მოხერხება უნდოდა, - ასე ეხმიანება პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს იმის საილუსტრაციოდ, რომ ექს–პრეზიდენტს გადაადგილება შეუძლია.

მისი თქმით, კადრების გამოტანა ვერავის ვერაფერში გადაარწმუნებს.

"კითხვის ნიშნები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ამის პოლიტიზირებაზე არის "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" დამსახურება. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც სახელმწიფოს ანუ მმართველი პარტიის კისერზეა და ამას სჭირდება სწორი მართვა", - განახადა ლილუაშვილმა.

იხილეთ ასევე: სპეციალური პენიტენციური სამსახური „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის კადრებს ავრცელებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S