Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "შევთანხმდით, გავაგრძელოთ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა, რათა გავაძლიეროთ, მათ შორის საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობები"

სტოლტენბერგი: "შევთანხმდით, გავაგრძელოთ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა, რათა გავაძლიეროთ, მათ შორის საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობები"

15/02/2023 14:18:38 პოლიტიკა

"შევთანხმდით, გავაგრძელოთ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა, რათა გავაძლიეროთ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მოლდოვის თავდაცვის შესაძლებლობები და ნატო-სთან თავსებადობა", – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეებმა განიხილეს ალიანსის ვალდებულებები იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რისკის ქვეშ არიან.

„მივესალმები ნატო-ს მოკავშირეების მხრიდან უკრაინის დახმარების შესახებ ახალ დაპირებებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მინისტრებმა ასევე განიხილეს ჩვენი ვალდებულებები იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც ასევე რისკის ქვეშ არიან, მათ შორის არიან ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა, რათა გავაძლიეროთ მათი თავდაცვის შესაძლებლობები და ნატო-სთან თავსებადობა“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S