კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ: “ჩალის ფასი აქვს”
15/02/2023 16:39:08 პოლიტიკა
“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ “ჩალის ფასი აქვს”.
“რასაც ჩვენ ვისმენთ, რა მესიჯებიც ვრცელდება – სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენი ე.წ. მეგობრები გამოდიან (გვარებს არ დავასახელებ) და გვეუბნებიან, რომ სააკაშვილს თუ არ გაუშვებთ, ჩვენი ქვეყანა არ მიიღებს სტატუსს, გვეუბნებიან: ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ქველმოქმედებით იყო დაკავებული, ცუდი კაცია”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის: ევროპარლანეტმა სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციეიბის დაწესების თაობაზე შესწორებასთან ერთად მიიღო.


