Accentnews.ge
კობახიძე – ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ: "ასეთი გადაწყვეტილება შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოსაც"

კობახიძე – ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ: "ასეთი გადაწყვეტილება შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოსაც"

15/02/2023 18:25:36 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ადარებს და აცხადებს, რომ ეს "სსრკ-ის უზენაეს საბჭოსაც შეშურდებოდა". ამის შესახებ მან "რუსთავის 2"-ის ეთერში ისაუბრა.

"საზოგადოება მიეჩვია აბსურდულ ჩანაწერებს ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ეს არის ფაქტი. იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ ამ აბსურდულ ჩანაწერებს შემდეგ არ იზიარებს ხოლმე არც ევროკომისია და არც ევროპული საბჭო - ასე მოხდა წინა ორ შემთხვევაში და ასე მოხდება, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც. ამიტომ ვსაუბრობდით და აქცენტს ვაკეთებდით კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოება ხედავს ყველაფერს. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, ასეთი გადაწყვეტილება შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოსაც. მე კარგად მახსოვს 80-იანი წლების ბოლო, მაშინ რაც ხდებოდა, გადაიცემოდა ხოლმე მაშინ საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომები. იქ რაც ხდებოდა იგივე მოხდა დღეს და იგივე ხდებოდა წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაში ევროპარლამენტში. ეს არის პირდაპირ კატასტროფა", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: ევროპარლანეტმა სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციეიბის დაწესების თაობაზე შესწორებასთან ერთად მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S