Accentnews.ge
მედია - უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის პროტესტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა გამოეცხადებინათ სააკაშვილის გამო

მედია - უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის პროტესტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა გამოეცხადებინათ სააკაშვილის გამო

16/02/2023 05:48:31 პოლიტიკა

უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის პროტესტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა გამოეცხადებინათ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამო, - იუწყება უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ პოლონურ რადიოსადგურ RMF-ზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირი გეგმავდა თბილისისთვის დიპლომატიური პროტესტის გამოცხადებას და მასში უნდა შესულიყო პოლონეთის წინადადება სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდის შეჩერებისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.

"გასულ კვირაში ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად იყო სამკურნალოდ სააკაშვილის მისაღებად. პოლონეთის წინადადებას მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ქვეყანამ, გარდა უნგრეთისა, თუმცა, ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა ბუდაპეშტი პოზიციის შეცვლაში დაარწმუნონ. ერთსულოვნების შემთხვევაში, ევროკავშირმა თბილისზე გავლენის ინსტრუმენტად შესაძლოა, გამოიყენოს საქართველოს ევროპული მისწრაფება. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის პრეს–მდივანმა პეტერ სტანომ უარი განაცხადა მიხეილ სააკაშვილის გამო ევროკავშირის შესაძლო დემარშის კომენტირებაზე", – იტყობინება უკრაინული გამოცემა.

15 თებერვალს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქართველოს ხელისუფლება მოუწოდა, სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს და მისცეს მკურნალობის უცხოეთში გაგრძელების შესაძლებლობა.

ევროპარლამენტარები მიმართავენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. რეზოლუცია შეიცავს მოწოდებასაც "ოლიგარქ" ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S