ევროპარლამენტარი – სააკაშვილის შესახებ: "დაუყოვნებლივ გვჭირდება პრობლემის ჰუმანიტარული გადაწყვეტა, რომ საქართველომ, ბოლოს და ბოლოს სხვა თემებზე მოახდინოს ფოკუსირება"
16/02/2023 05:56:41 პოლიტიკა
"მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია აბსოლუტური უმრავლესობით მიიღეს. 576 კოლეგა და მე ვეთანხმებით: მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც სხვა პატიმრების ჯანმრთელობაზე, საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საკითხი, ჰუმანიტარულ საფუძველზე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს.
„ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება პრობლემის ჰუმანიტარული გადაწყვეტა, რათა საქართველომ, ბოლოს და ბოლოს სხვა თემებზე მოახდინოს ფოკუსირება“, - წერს ევროპარლამენტარი.
15 თებერვალს ევროპარლანეტმა სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციეიბის დაწესების თაობაზე შესწორებასთან ერთად მიიღო


