რუსთავის საპატიმროსთან „ნიკა გავარამიას თავისუფლების მოძრაობა“ დაფუძნდა
16/02/2023 08:50:07 პოლიტიკა
„მთავარი არხის“ პატიმრობაში მყოფი დამფუძნებელის ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის მოძრაობა დაფუძნდა.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა გვარამიას მეგობრები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
„ნიკა გვარამიას მეგობრებმა ინტელექტუალური კლუბიდან და მედიიდან, გადავწყვიტეთ დავაფუძნოთ ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი იქნება ნიკა გვარამიას გათვისუფლება საპატიმროდან და ეს ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდით და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით იქნება შესაძლებელი, “- თქვა მოძრაობის დაფუძნებისას ბაჩანა შენგელაიამ.
მათი შეფასებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პატიმრობით საფრთხე ექმნება ქვეყნის ევროპულ მომავალს.


