ვაშაძე: "რუსეთის ტყვეობაში 2 ქართველი მებრძოლია, დღემდე ვერ ხერხდება მათი გათავისუფლება"
16/02/2023 09:26:03 პოლიტიკა
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობაში ამ დროისათვის 2 ქართველი მებრძოლი იმყოფება, რომლებიც მარიუპოლში იბრძოდნენ.
"ორი ქართველი არის ტყვედ ჩავარდნილი. ერთ-ერთს ოჯახის წევრებიც დაეღუპა დნეპრში, საცხოვრებელი სახლის დაბომბვის დროს. სამწუხაროდ დღემდე ვერ ხერხდება ამ ადამიანების გათავისუფლება. მათ შორის უკრაინული კონტაქტებით ბევრს ვმუშაობთ და საელჩოსთანაც მქონდა აქამდე კომუნიკაცია და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენი ქართველი ბიჭები გავათავისუფლოთ ტყვეობიდან", – აცხადებს ვაშაძე.


