Accentnews.ge
"ხალხის ძალის" კანონპროექტის თანახმად, მოძრაობას პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა მიეცემა

"ხალხის ძალის" კანონპროექტის თანახმად, მოძრაობას პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა მიეცემა

17/02/2023 08:58:36 პოლიტიკა

"ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატების მიერ შექმნილი მოძრაობის "ხალხის ძალა" ინიციატივის თანახმად, რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლითაც მათ პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა მიეცემათ.

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, იგივეს შეძლებენ ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთის" წევრი დეპუტატები.

კანონპროექტი ბიუროზე უკვე დარეგისტრირებულია და დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

ცვლილების მიხედვით, (პარლამენტის რეგლამენტის 2281 მუხლის მე-5 პუნქტი), თუკი ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები დატოვებენ იმ პარტიას, რომელსაც უკვე აქვს ფრაქცია, მაშინ მათ უფლება ექნებათ, შექმნან პოლიტიკური ჯგუფი.

მოქმედი კანონით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი პოლიტიკური ჯგუფი. ამასთანავე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია.

პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილება ხელს შეუწყობს უფრაქციო პარლამენტის წევრებს, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობა, უკეთ განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა.

2021 წლის თებერვალში გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ „ქართული ოცნების“ რიგებს 6 დეპუტატი გამოეთიშა - პარტიის „საქართველოსთვის“ 6 წარმომადგენელი პარლამენტში ამჟამად უფრაქციო დეპუტატის სტატუსს ატარებს.

„ქართულ ოცნებას“ კიდევ 9 დეპუტატი გამოეყო. ისინი ახლადშექმნილ მოძრაობა „ხალხის ძალას“ წარმოადგენენ და საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რჩებიან.

„ხალხის ძალის“ დეპუტატებს საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებით, აშშ-ის მისამართით დაპირისპირებული რიტორიკა აქვთ. როგორც მმართველი პარტიიდან გასულებმა, ასევე "ქართული ოცნების“ ლიდერებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ სახელისუფლებო პარტიას საჯაროდ ყველაფრის თქმა არ შეუძლია, "ხალხის ძალას" კი ხალხისთვის „სიმართლის თქმა“ სურს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S