შალვა პაპუაშვილი – „ხალხის ძალის" ინიციატივის თაობაზე: "ნებისმიერი კანონი ცუდმა რეჟიმმა შეიძლება, გამოიყენოს ცუდად"
17/02/2023 10:51:05 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გაცხადებით, ჩანს „ტაბუს დადებისა“ და „ცენზურის“ დაწესების მცდელობა „ხალხის ძალის“ მიერ ინცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებულ მსჯელობაზე. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, "საკვირველია ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობაზე მიმდინარე საუბარზე ტაბუს დადების მცდელობა“.
როგორც მან აღნიშნა, მგავსი პრატიქტიკა არსებობს მრავალ ქვეყანაში, განსხვავებული შეიძლება, იყოს ფორმა. შესაბამისად შალვა პაპუშვილის თქმით, რეგულაციების ნაწილი უნდა იყოს მსჯელობის საგანი, მაგრამ მთავარია „საქართველო მოქალაქეებმა იცოდნენ ის ხალხი ვინც ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტრების მირების პროცესში რა ინტერესით მოქმედებენ“ და ეს ინტერესები არ გულისმობს „ბოროტ განზრახვებს".
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაბამისად, „ანტიდემოკრატულია საკითხებზე ტაბუს დადება“:
„გასაგებია, რომ არსებობს ცუდი პრაქტიკებიც, ნებისმიერი რეგულაცია შეიძლება ცუდად იქნეს გამოყენებული. ეს არ არის რეგულაციის პრობლემა, ეს არის სისტემების პრობლემა. როდესაც ადარებენ საქართველოს რუსეთს, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვსაუბრობთ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც არის რუსეთში, სადაც დემოკრატიაზე არ არის საუბარი. საქართველოსთან შედარება ასბოლუტურად მიღებელია. ამ ლოგიკით თუ მივყვებით, უნდა შევხედოთ რუსეთში რა კანონებია და ასეთი სახის კანონები არ უნდა გვქონდეს საერთოდ არაფერზე. ნებისმიერი კანონი ცუდმა რეჟიმმა შეიძლება გამოიყენოს ცუდად, ამაზე არის საუბარი, თუკი ის ცუდად არის ფორმულირებული“.
რაც შეეხება კანონპროტის მხარდაჭერას, მისი თქმით უმრავლესობის ფორმატში იქნება მსჯელობა, ვინაიდან ჯერ–ჯერობით კანოპროექტის სრულყოფილად არ იცნობენ და თავად ავტორებსაც სხვადასხვა წარმოდგენა აქვთ იმაზე თუ როგორ უნდა იყოს სისტემა მოწყობილი.
შალვა პაპუაშვილის თქმით, კანონპროექტი ორშაბათს 20 თებერვალს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.
ცნობისთვის: "ხალხის ძალამ" კანონპროექტი უკვე დააინიცირა.
"ხალხის ძალის" დეპუტატები ირწმუნებიან, რომ კანონპროექტი "საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას და ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება".
აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს - მეორე მსოფლიო ომის წინაპერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად იქნა მიღებული, მოგვიანებით კი მან სახეცვლილება განიცადა - მოქმედების არე დავიწროვდა და სადღეისოდ ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს ეხებათ.
ამასთან, სადეპუტატო ჯგუფს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ოკუპანტ ქვეყანაში - რუსეთში მსგავსი კანონი ცოტა ხნის წინ აამოქმედეს, მის საფუძველზე "უცხოეთის აგენტად" უკვე ასობით ჟურნალისტი, ოპოზიციონერი აქტივისტი, მედია- და არასამთავრობო ორგანიზაცია გამოცხადდა და ფაქტობრივად ყველა, ვინც ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს, ამ კანონის საფუძველზე ექვემდებარება დასჯას საუკეთესო შემთხვევაში - ჯარიმისა და საქმიანობის აკრძალვის, უარესში კი საპატიმრო ვადების სახით.
აშშ–მა მკაცრად გააკრიტიკა საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტი "უცხოური აგენტების" შესახებ. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ "ამგვარმა კანონმა შესაძლოა, შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია".
"ინფორმირებულები ვართ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის შესახებ და ღრმად ვართ შეშფოთებულები მისი მოსალოდნელი ზეგავლენით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. უკვე ვაცნობეთ საქართველოს მთავრობას ჩვენი შეშფოთების თაობაზე. შემოთავაზებული კანონი მოახდენს სტიგმატიზაციას და ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმებს იმ მოქალაქეებისა, რომლებიც მოწოდებულნი არიან, აშენონ უკეთესი მომავალი. მიგვაჩნია, რომ ამგვარმა კანონმა შეიძლება, პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია", - განუცხადა "აქცენტს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.
ამასთან, იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინიციატორთა განცხადება, თითქოს ეს კანონპროექტი ეფუძნება აშშ-ში მოქმედ "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს" (FARA), მცდარია:
"სინამდვილეში, ინიცირებული კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას".
ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ ფრაქციებს, მხარი არ დაუჭირონ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც შეშფოთებას იწვევს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან თავსებადობის გამო.
საქართველოში სამოქალაქო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ კანონპროეტის მიღება შესაძლოა, "დააყოვნოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი".
სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ კანონოპროექტი ეწინააღმდეგება ადამიათა უფლებათა საერთაშორისო და შიდა სტანდარტებს.


