Accentnews.ge
გახარია: "ივანიშვილის და „ოცნების" ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, ეს არის ჩემი შეცდომა"

გახარია: "ივანიშვილის და „ოცნების" ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, ეს არის ჩემი შეცდომა"

17/02/2023 13:53:37 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც ახალ ოპოზიციური პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეა, ამბობს, რომ პარტია "ქართული ოცნებისა" და მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანისშვილის ძალაუფლების გაძლიერებას მანაც შეუწყო ხელი. ამის შესახებ იგი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც მან სოციალური ქსელით გაავრცელა.

მისი თქმით, ეს არის მისი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე.

"იმის ნაცვლად, რომ მეტი ევროპა მოვიტანოთ საქართველოში, ქვეყანა მიექანება წარსულისკენ. სამწუხაროდ, ამაში ჩემი წილი პასუხისმგებლობაც არის. ივანიშვილის და „ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, ჰქონდა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, რომ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს, ამას გააკეთებდა არა თვითონ, ღიად და თამამად, არამედ დამალული, მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა. ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. თუმცა დღეს არ არის თავის მართლების დრო, მოქმედების დროა. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დამიძახონ, დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე, მე ამ ვალს დავაბრუნებ!

დღეს ჩვენ გვაქვს შანსი, ისტორიას დრო მოვუგოთ და გავხდეთ თანამედროვე ძლიერი ევროპის ნაწილი. არ არსებობს მშვიდობა ევროპული მომავლის გარეშე, ისევე როგორც არ არსებობს ევროპული მომავალი მშვიდობის გარეშე. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს!" - აცხადებს გახარია.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ორი წლის წინ, 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S