
რომან გოცირიძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა
17/02/2023 16:17:41 პოლიტიკა
რომან გოცირიძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. ამის შესახებ თავად იუწყება სოციალური ქსელის მეშვეობით.
"მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო "ნაციონალური მოძრაობა". ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები, გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა.
მინდა, წარმატებები ვუსურვო "ნაციონალურ მოძრაობას" და ყველა მის მხარდამჭერს.მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის."- წერს რომან გოცირიძე.